საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

გარანტიის პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით საგარანტიო პირობებს!

 

მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს  საგარანტიო პირობებს, ადგილზე შეამოწმოს ნივთი როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციონალურად.

თუ მომხმარებელი უარს ამბობს ნივთის შეფუთვის გახსნაზე და ვიზუალურ დათვალიერებაზე, ამ შემთხვევაში გამყიდველი იხსნის პასუხისმგებლობას ნივთის ვიზუალურ მდგომარეობაზე.

  • პროდუქციის საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ინდივიდუალურად, რომელიც მითითებულია საიტზე პროდუქტის დეტალური აღწერის გვერდზე.  საგანრანტიო პერიოდის ათვლა იწყება შეძენის დღიდან, ათვლის თარიღი და საგარანტიო მომსახურეობის ხანგრძლივობა მითითებულია საგარანტიო ტალონში, რომელსაც მომხმარებელი შეძენილ ნივთთან ერთად მიიღებს.
  • საგარანტიო ტალონში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული: ნივთის დასახელება, სერიული ნომერი, მყიდველის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შეძენის თარიღი, გამყიდველის ბეჭედი და ხელმოწერა, მყიდველის ხელმოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტს საგარანტიო მომსახურება არ შეეხება.
  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდეგ დაზიანებული მოწყობილობის უფასო შეცვლას და არა შეკეთებას. (შეცვლილი/დაზიანებული ნაწილი რჩება გამყიდველის საკუთრებაში);
  • პროდუქციის ექსპლუატაციის დროს, რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე, მყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამყიდველს.
  • საგარანტიოზე მიღებული ნივთის ტესტირება და საგარანტიო მომსახურეობის გაწევა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები).
  • გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით.
  • საგარანტიო სერვისში ტრანსპორტირების ხარჯებს მაღაზია არ ანაზღაურებს.
  • პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში, იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია.
  • საგარანტიო პროდუქტი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მექანიკური დაზიანების გარეშე.
  • იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია საგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, პროდუქციის საგარანტიო პერიოდი დარჩება უცვლელი (საგარანტიო პერიოდის ათვლა ხდება პროდუქციის პირველად შეძენის თარიღიდან).
  • პროდუქციის გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი, ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება მყიდველს, გამყიდველის მიერ არ ანაზღაურდება.
  • იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი დაადგენს, რომ დაზიანებული პროდუქცია ექვემდებარება შეცვლას, მაღაზიაში ანალოგიური ბრენდის და მწარმოებლის მქონე დეტალის არ არსებობის შემთხვევაში, წუნდებული ნივთი იცვლება სხვა ბრენდის ანალოგიური მახასიათებლებისა და ღირებულების დეტალით.
  • თუ მაღაზიას არ აქვს ანალოგიური მოდელის, ან იგივე მახასიათებლებისა და ღირებულების სხვა პროდუქტი, მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხა სრულად.
  • გაყიდული საქონელი უკან არ ბრუნდება, ხარვეზის შემთხვევაში ექვემდებარება საგარანტიო მომსახურეობას.
  • საგარანტიო ვალდებულებები გამყიდველს წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დაიცავს გარანტიის პირობებს და დაზიანებულ პროდუქციასთან ერთად წარადგენს პირადობის და საგარანტიო ტალონს.

საგარნტიო მომსახურება არ ვრცელდება, ან უქმდება შემდეგ შემთხვევბში:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი;
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია  ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება, ამძვრალია სერიული ნომერი,ან არ ემთხვევა ერთმანეთს;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან  მექანიკური დაზიანება/დეფექტი (გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი ან/და სითხით დაზიანებული და სხვა.);
  • აღენიშნება შეკეთების მცდელობა და მოშორებულია, ან დაზიანებულია პლომბი/შტრიხკოდი/ლუქი/სერიული ნომერი.
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი  დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით(ძაბვის ცვლილება მეტია, ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე),მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით.
  • სამონტაჟო, ან სარემონტო სამუშაოები შესრულებულია სხვა სერვისცენტრის ან კერძო პირის მიერ.
  • დარღვეულია მწარმოებლის  რეკომენდაციები (შეუსაბამო კვების ბლოკი, გაგრილება და სხვა)
  • ნივთი დაზიანებულია მომხმარებლის დაუდევრობით.
  • ნივთი დაზიანდა მომხმარებლის მიერ ტრანსპორტირებისას.

31/ 05/ 2023