გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.
ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს PC HUB- ის მიერ შეთავაზებული სერვისისა და მომსახურებით სარგებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, მაშინ ჩვენი თხოვნაა, მომხმარებელი არ დარეგისტრირდეს და არ გამოიყენოს ვებ-გვერდი.
PCHUB.GE უფლებამოსილია პერიოდულად ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს მას. განხორციელებული ცვლილებების შესახებ გეცნობებათ მათი ვებგვერდზე განთავსების საშულებით.
წინამდებარე წესებსა და პირობებზ თანხმობით, ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:
- ხართ სრულწლოვანი – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა მიიღოთ ვებ გვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
- დაიცავთ არსებულ პირობებს და ვებ გვერდით სარგებლობის წესებს;
- თქვენს მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
- არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად და ასევე არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს;
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც არის უკანონო, დისკრიმინაციული ან თაღლითური.
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, მათ შორის:
- ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
- მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
- შეკვეთის/ორდერის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე;
- ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული;
- იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება ტექნიკური შეფერხების, ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე;
- ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მიწოდების ისეთ შეფერხებაზე, რაც სცილდება ჩვენ ბრალეულობას;
- მომხმარებელი პასუხს აგებს მისამართების სწორად მითითებაზე, ჩვენ ვთავისუფლდებით არასწორი მისამართის მითითებით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
ჩვენ უფლებამოსილი ვართ:
- აღკვეთოთ მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდის არასანქცირებული გამოყენება. საჭიროების შემთხვევაში მოვახდინოთ ანგარიშის დროებითი ან სამუდამო დეაქტივაცია;
- იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ დაირღვევა წესები და პირობები, PC HUB უფლებამოსილია შეზღუდოს ანგარიშის წვდომა ვებ-გვერდზე;
- გავაუქმოთ ანგარიში მომხმარებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
- პერიოდულად შევცვალოთ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი და ფასები;
- ჩვენ ასევე უფლებამოსილი ვართ განვახორციელოთ ისეთი აქტივობები, რაც საჭიროა ეფექტური სერვისისა და მომსახურების გასაწევად.
მომსახურების მიღება, შეკვეთის გაფორმება და შეძენა
- ინფორმაცია პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მითითებულია ვებ-გვერდზე PCHUB.GE;
- ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია თბილისსა და რეგიონებში;
- ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გამოთვალოს პროდუქტის ღირებულება, გაეცნოს სერვისებს, ან შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი;
- ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად;
- პროდუქტის დისტანციურად შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და მომსახურების შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ;
- დამატებითი მომსახურება საჭიროებს დამატებით თანხებს, რომელიც განისაზღვრება მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე;
- დისტანციური შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და ჩააგდოთ ვირტუალურ კალათაში. ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები.
ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით:
- ონლაინ შეძენისას შეკვეთის ღირებულების წინასწარი ჩარიცვხა ჩვენს ანგარიშზე ბანკის, ინტერნეტ ბანკინგის, ან სწარფი ჩარაცხვის აპარატის მეშვეობით. (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის)
- ადგილზე ანგარიშსწორება
შეკვეთის მიწოდება
- შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან–შაბათის ჩათვლით. შაბათ-კვირას მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
- რეგიონებისთვის მიწოდების სერვისის დრო განსაზღვრულია 1-დან 3 სამუშაო დღემდე.
- თბილისის მასშტაბით შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის მიღებიდან 24 საათში.
შეკვეთის გაუქმების პირობები
- შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის დაფიქსირებიდან 2 საათის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთი უკვე არ აქვს წაღებული გადამზიდ კომპანიას.
- გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ ვაწვდით მომხმარებელს შეძენილ პროდუქტს მისი უქონლობის, ან სხვა შეფერხების გამო.
29/ 07/ 2022